ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, - კრემლში შეხვედრისას უმაღლესმა მთავარსარდალმა საბრძოლო ხაზზე არსებული ვითარების შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოხსენება მოისმინა და განაცხადა, რომ რუსული მხარე ყველა საომარ მოქმედებას, მოსკოვის დროით, 19 აპრილის 18 საათიდან, 21 აპრილის 00:00 საათამდე აჩერებს. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა უკრაინას მოუწოდა, რომ სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის მაგალითს მიჰყვეს.