დღეს რომში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის რიგით მეორე არაპირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართება, რომელსაც შუამავლობას ომანი გაუწევს - Palitra News

დღეს რომში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის რიგით მეორე არაპირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართება, რომელსაც შუამავლობას ომანი გაუწევს

2025-04-19 16:14:10+04:00

დღეს რომში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის რიგით მეორე არაპირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართება, რომელსაც შუამავლობას ომანი გაუწევს. ირანული დელეგაცია უკვე იტალიის დედაქალაქში იმყოფება. თეირანი აცხადებს, რომ მზად არის დათმობებისთვის, თუმცა, ვაშინგტონის მოთხოვნების შესაბამისად, ურანის გამდიდრებაზე სრულად უარის თქმას არ აპირებენ. ამასთან, ირანს სურს გარკვეული გარანტიები, რომ მომავალში აშშ პოტენციურ შეთანხმებას ცალმხრივად არ გააუქმებს. მეორე რაუნდის გამართვამდე ერთი დღით ადრე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, ხელი შეუწყოს ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმებას, იმ პირობით, რომ გათვალისწინებული იქნება ირანის კანონიერი ინტერესები. ირანზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კი კიდევ ერთხელ გაიმეორა საკუთარი პოზიცია, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს.