რუსეთის მიერ უკრაინაზე მორიგ იერიშს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება - უკრაინის ლიდერმა მოკავშირეებს კიდევ ერთხელ მიმართა და განმარტა, რომ აგრესორი ქვეყანა უმკაცრეს სანქციებს იმსახურებს. ვოლოდიმირ ზელენსკი მთავარ გამოსავალს პუტინზე ზეწოლის გაძლიერებაში ხედავს და აცხადებს, რომ ამერიკამ და ევროპამ რუსეთის პრეზიდენტს მშვიდობის დამყარება უნდა აიძულონ. რუსეთის მხრიდან უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმებს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.