თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგა - Palitra News

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგა

2025-04-19 12:48:19+04:00

თბილისის მეტროს პირველმა ხაზმა მგზავრთა მომსახურება განაახლა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გაავრცელა.

ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო, თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ვერ ემსახურებოდა .