ბალტიისპირეთის ქვეყნების, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის შემდგომ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა "ქართული ოცნების" კონკრეტული მაღალჩინოსებისთვის ამჯერად პოლონეთმაც დააწესა. პოლონური მხარე განმარტავს, რომ სანქციები საქართველოში რეპრესიების საპასუხოდ მიიღო. ქართველი ოპოზიციონერების თქმით, სანქციები არის დასავლეთის ყველაზე ძლიერი წნეხის ინსტრუმენტი "ქართულ ოცნებაზე". სახელისუფლებო გუნდი კი პოზიციას არ იცვლის და დასავლეთის ქვეყნების მხრიდან დაწესებულ სანქციებს დასჯის მეთოდად აფასებს.