ნატო ახალ დოკუმენტებში გენდერთან და კლიმატთან დაკავშირებულ ტერმინებს აღარ გამოიყენებ - Palitra News

ნატო ახალ დოკუმენტებში გენდერთან და კლიმატთან დაკავშირებულ ტერმინებს აღარ გამოიყენებ

2025-04-18 15:48:38+04:00

გამოცემა „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ნატო ახალ დოკუმენტებში გენდერთან და კლიმატთან დაკავშირებულ ტერმინებს აღარ გამოიყენებს. გამოცემა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის შემდეგ უკვე ნატო-ც აპირებს, უარი თქვას გენდერულ მრავალფეროვნებასთან და კლიმატთან დაკავშირებული ტერმინების გამოყენებაზე. ამავე ცნობით, ფრაზები, რომლებიც ქალებს, კლიმატს და უსაფრთხოებას ეხება, აშშ-ის ადმინისტრაციისთვის უფრო მისაღები ტერმინოლოგიით ჩანაცვლდება. გარდა ამისა, ტერმინი „გენდერი“ დოკუმენტებიდან საერთოდ ამოიღეს, რათა აშშ-ის ხელისუფლებასთან ნებისმიერი უთანხმოება თავიდან აიცილონ.