დღეს „პალიტრა მედია ჰოლდინგი“ 30 წლის გახდა - Palitra News

დღეს „პალიტრა მედია ჰოლდინგი“ 30 წლის გახდა

2025-04-18 15:45:41+04:00

დღეს „პალიტრა მედია ჰოლდინგი“ 30 წლის გახდა. 1995 წლის 18 აპრილს გაზეთ "კვირის პალიტრის" პირველი ნომერი გამოიცა. დღესდღეობით, ჰოლდინგი 14 ბეჭდურ გამოცემას, 20-ზე მეტ საინფორმაციო და ელექტრონული კომერციის ვებგვერდს, რადიოს, ტელევიზიას, გამომცემლობას, წიგნებისა და სათამაშოების მაღაზიათა ქსელს, სტამბას, სარეკლამო და ივენთ კომპანიებს აერთიანებს. კომპანიის მასშტაბები გაიზარდა, თუმცა მიზანი და ფასეულობები, რომელიც მიუკერძოებლობას და საზოგადოების განათლების ამაღლებას შეეხებოდა, 30 წლის შემდეგაც უცვლელი დარჩა.