ჩაერთვებიან თუ არა ოპოზიციური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში - Palitra News

ჩაერთვებიან თუ არა ოპოზიციური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში

2025-04-18 15:44:45+04:00

ჩაერთვებიან თუ არა ოპოზიციური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში - მათი ერთი ნაწილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. რაც შეეხება უშუალოდ თვითმმართველობის არჩევნებს - აქ ოპოზიციური პარტიების აზრი ორად იყოფა - „გახარია საქართველოს“ გუნდში ამბობენ, რომ ემზადებიან როგორც ხელახალი საპარლამენტო, ისე თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თუმცა ამ პარტიაში კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ. სხვა ბარიერ გადალახული ოპო პარტიები ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ფაქტობრივად გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ეს პროცესი დააზარალებს იმ უწყვეტ პროტესტს, რომელიც 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოში მიმდინარეობს.