მარკო რუბიო - თუ უკრაინაში ომის დასრულება შეუძლებელი იქნება, შეერთებული შტატები უნდა გაეცალოს - გვსურს ამ ომის დასრულება, მაგრამ ეს ჩვენი ომი არ არის - Palitra News

მარკო რუბიო - თუ უკრაინაში ომის დასრულება შეუძლებელი იქნება, შეერთებული შტატები უნდა გაეცალოს - გვსურს ამ ომის დასრულება, მაგრამ ეს ჩვენი ომი არ არის

2025-04-18 15:41:23+04:00

დათანხმდება თუ არა რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლომდე ცნობილი გახდება რუსეთის პასუხი. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, თუკი უკრაინაში ომის დასრულება შეუძლებელი იქნება, შეერთებულმა შტატებმა თავისი ძალისხმევა უნდა შეწყვიტოს და გაეცალოს. ამერიკული მხარე აცხადებს, რომ რუსეთისთვის მთავარი საკითხი უკრაინის ტერიტორიებია. ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, გაეროში რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ არსებული მოცემულობით, უკრაინაში ცეცხლი ვერ შეწყდება. უფრო ვრცლად, რას ამბობენ ლიდერები და როგორია პროგნოზი.