როგორ აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში გრანტების შესახებ კანონში დაჩქარებული წესით შეტანილი ცვლილებებს - Palitra News

როგორ აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში გრანტების შესახებ კანონში დაჩქარებული წესით შეტანილი ცვლილებებს

2025-04-18 12:36:09+04:00

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ. ამავე პროექტით, საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა აეკრძალებათ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის გრანტების შესახებ კანონში მიღებული ცვლილებები რეპრესიულია. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ქართული ოცნება ამ ნაბიჯით, სამოქალაქო საზოგადოების ხმის ჩახშობას ცდილობს. მიღებული ცვლილებები უყურადღებოდ არ დარჩენიათ არც საერთაშორისო პარტნიორებს. დასავლელი ლიდერების ნაწილი მიიჩნევს, რომ გრანტების შესახებ კანონში დაჩქარებული წესით შეტანილი ცვლილებები საქართველოს დემოკრატიული მომავლისგან აშორებს.