ჯორჯია მელონის თქმით, დონალდ ტრამპი რომს ეწვევა და იქ ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობასაც განიხილავს - Palitra News

ჯორჯია მელონის თქმით, დონალდ ტრამპი რომს ეწვევა და იქ ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობასაც განიხილავს

2025-04-18 10:17:16+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რომში ოფიციალურ ვიზიტზე დათანხმდა და იქ ყოფნისას ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრასაც განიხილავს, - Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს იმისთვის, რომ მიიღო მოწვევა რომში უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსვლაზე და ევროპელებთან შეხვედრის შესაძლებლობის განხილვისთვის“, - განაცხადა იტალიის პრემიერმა.

მელონის აშშ-ში ვიზიტი ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის სატარიფო დავის ფონზე გაიმართა და ის აღიქმებოდა, როგორც მცდელობა, ხელი შეეწყო დიალოგისა და ორ ლიდერს შორის კარგი ურთიერთობის გაძლიერებისთვის.