დინალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ აკისრებს - Palitra News

დინალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ აკისრებს

2025-04-18 09:37:33+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი დინალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ აკისრებს. ტრამპს იმ განცხადებებზე ჰკითხეს, რომლებშიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის დაწყებას ვოლოდიმირ ზელენსკის აბრალებდა. მისი თქმით, საკუთარი პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში ომი დაწყებასთან ახლოსაც არ იყო. ამის პარალელურად, გაეროში რუსეთის წარმომადგენელი ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივებზე საუბრობს. რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული კონსულტაციების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსებულ ვითარებაში, უკრაინაში ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი არარეალურია. ამასთან, რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ყველაფერი ცეცხლის შეწყვეტის პირობებსა და დოკუმენტში არსებულ ფორმულირებაზე იქნება დამოკიდებული.