ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს გმირები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე, აგენტურის დავალების შესრულებას შეეწირნენ - რას აცხადებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კობახიძის საპასუხოდ - Palitra News

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს გმირები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე, აგენტურის დავალების შესრულებას შეეწირნენ - რას აცხადებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კობახიძის საპასუხოდ

2025-04-17 21:13:53+04:00

პოლიტიკური მხარეები გამოეხმაურნენ ირაკლი კობახიძის ბოლო გზავნილებს. თეა წულუკიანის შემდეგ, ახლა უკვე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს გმირები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე, აგენტურის დავალების შესრულებას შეეწირნენ. ამავდროულად მთავრობის მეთაურმა ისაუბრა როგორც 9 აპრილის მოვლენებზე, ასევე ყოფილ პრემიერზე, გიორგი გახარიაზე. მთავრობის მეთაურმა გახარია კვლავ აგენტად მოიხსენია და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრის პოსტზე დანიშვნა და სხვა გადაწყვეტილებებიც იძულება იყო, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკაში დატოვება. კობახიძის გზავნილებს უკვე მოჰყვა კრიტკული შეფასებები ოპოზიციურ სპექტრში. რას აცხადებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კობახიძის საპასუხოდ?