აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკულ პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ან რუსეთის ფედერაციასთან სხვაგვარად დაკავშირებული გემების მიღების აკრძალვა ერთი წლით გაახანგრძლივა, - აშშ-ის ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებულ განკარგულებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მთავრობის პოლიტიკა და ქმედებები კვლავ საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას. აღნიშნულ დოკუმენტს ხელი 2025 წლის 15 აპრილს მოეწერა. აკრძალვა პირველად აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2022 წლის აპრილში შემოიღო.