უკრაინის დელეგაცია ევროპელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისთვის პარიზში ჩავიდა. - ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ცნობით, უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხების განსახილველად პარიზში უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან ერთად ჩავიდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საფრანგეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან ერთად იმყოფება. მრავალმხრივი შეხვედრების სერია “მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების, მათ შორის საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებთან იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, მარკო რუბიო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც შეხვდება.