ემზადება თუ არა ოპოზიცია თვითმართველობის არჩევნებისთვის - ოპოზიციური პარტიების ნაწილი არჩევნებში მონაწილეობას ისევ კატეგორიულად გამორიცხავს და სხვა პოლიტიკურ აქტორებს მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრები ამბობენ რომ საარჩევნო მარათონში ჩართვა გამანადგურებელი იქნება იმ პროტესტისთვის, რომელიც რამდენიმე თვეა ქვეყნის მასშტაბით უწყვეტად მიმდინარეობს. კოალიცია ძლიერ საქართველოში კი კიდევ ერთხელ განმარტავენ რომ საუბარი ადგილობრივ არჩევნებზე მაშინ როცა დღის წესრიგში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნაა, აზრს მოკლებულია. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან გახარია საქართველოსთვის წევრები. თავად გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ემზადებიან როგორც ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ისე თვითმართველობის არჩევნებისთვის.