სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება - Palitra News

სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება

2025-04-17 13:53:31+04:00

სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება. მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. როგორც ირკვევა, სადგურის მოედნისა და დადიანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მოეწყობის სავარაუდო ღირებულება 2.5 მილიონ ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება 11 მაისს იწყება და 16 მაისს სრულდება. მიმწოდებელმა კომპანიამ უკვე ჩატარებული კვლევის საფუძველზე უნდა მოამზადოს კონცეფცია და პროექტის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. სადგურის მოედნისა და დადიანის გამზირის დამაკავშირებელი ხიდი ორზოლიანი იქნება. საავტომობილო ხიდს ექნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტი, რაც გულისხმობს მასზე შერეული ნაკადების დაშვებას მხოლოდ არაპიკურ საათებში. ხოლო პიკურ საათებში ხიდი გამოყენებული იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. სატენდერო დოკუმენტაციაში ასევე ნათქვამია, რომ საავტომობილო ხიდი უნდა ითვალისწინებდეს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს,ხოლო საავტომობილო გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში უნდა აღწევდეს 800 ავტომობილს ერთ საათში ერთი მიმართულებით