საქართველოში ფულადი გზავნილები გაიზარდა - Palitra News

საქართველოში ფულადი გზავნილები გაიზარდა

2025-04-17 13:50:40+04:00

საქართველოში ფულადი გზავნილები გაიზარდა. მიმდინარე წლის მარტში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადის მოცულობამ დაახლოებით 292 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მარტის მაჩვენებელზე დაახლოებით 4%-ით მეტია. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში ყველაზე მეტი თანხა - 55 მლნ დოლარი ჩაირიცხა აშშ-დან, მეორე ადგილზე იტალიაა - 50 მლნ დოლარზე ცოტა მეტი თანხის მოცულობით, მესამეზე რუსეთია - 37 მილიონ 840 ათასი დოლარით. მეოთხე და მეხუთე პოზიციებს კი საბერძნეთი და გერმანია ინაწილებენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით, იმ ქვეყნების ათეულში, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა ასევე მოხვდნენ: ისრაელი, თურქეთი, ყირგიზეთი, ესპანეთი და ყაზახეთი. რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხულ თანხებს, მიმდინარე წლის მარტში საზღვარგარეთ დაახლოებით 32 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 8.5%-ით მეტია.