საქართველოში ელექტროენერგიის პირველი დამაგროვებელი აშენდება.
აზიის განვითარების ბანკმა პროექტისთვის 104 მილიონი დოლარის მოცულობის სესხი უკვრ დაამტკიცა. ელექტროენერგიის პირველი დამაგროვებლები ქვესადგური „ქსანი-500“-ის მიმდებარედ განთავსდება და სისტემაში ინტეგრაცია განხორციელდება. დამაგროვებლების სიმძლავრე 200 მგვტ, ხოლო ტევადობა 200 მგვტ.სთ იქნება. სახელმწიფო ბიუჯეტის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საქართველოში პირველი ელექტროენერგიის დამაგროვებელი ბატარეების სისტემის მოწყობა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პროექტის პირველი ფაზა 2025 წელს განხორციელდება და 2028 წლის ბოლომდე გაგრძელდება.