რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ დნიპროზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - Palitra News

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ დნიპროზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

2025-04-17 12:29:39+04:00

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ დნიპროზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რასაც 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ქალაქის მერის, ბორის ფილატოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად 28 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი დაშავდა. დაზიანებულია, სულ მცირე, 15 სახლი, სტუდენტური საერთო საცხოვრებლები და საგანმანათლებლო დაწესებულების შენობები. დრონებით თავდასხმას დნეპროპეტროვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის შეტევა დნიპროს მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ტერორზე მეტყველებს.