დღეს პარიზში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ევროპელ კოლეგებთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავენ - უიტკოფი და რუბიო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და მის გუნდს შეხვდებიან. ვიზიტის ფარგლებში მოლაპარაკებები ფრანგ, გერმანელ და ბრიტანელ კოლეგებთანაც არის დაგეგმილი. შეხვედრაში მონაწილეობას ევროპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებიც მიიღებენ. შეხვედრებზე მხარეები უკრაინის ომის დროულად დასრულების პერსპექტივას განიხილავენ და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შესახებ ანგარიშს წარადგენს.