მუხროვანში საპარაშუტო მომზადების სკოლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. სასწავლო პროგრამა, სამხედრო დაზვერვის პირადმა შემადგენლობამ და თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერებმა გაიარეს. საპარაშუტო მომზადების ექვსკვირიანი კურსი სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას მოიცავდა. სპეციალური ოპერაციების სარდლობის განვითარების გეგმის ფარგლებში, იგეგმება მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და საპარაშუტო აღჭურვილობის განახლება.