კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრსაღარ უხელძღვანელებს. რეჟისორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას სამსახიობო დასი პროტექსტით პასუხობს და კულტურის სამინისტროს დუმორჩილებლობას უცხადებს. სოლიდარობის გამომხატველი განცხადებები გამოაქვეყნეს თეატრმა სახელოსნომ და სამეფო უბნის თეატრმა. ხელოვანები, პოლიტიკოსები და ყველა ის მოქალაქეები, რომლებიც კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან მიიჩნევენ რომ დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება ხელისუფლების მხრიდსნ რეპრესიების მორიგი გამოვლინებაა.