ტარიფების დაწესების შემდეგ ტრამპი ჩინეთს სანქციებს უწესებს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ირანისგან ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ნავთობი შეიძინა, რაც შემდგომში მათი დასანქცირების მიზეზად იქცა. აშშ-მა სანქციები რამდენიმე კომპანიისა და გემის წინააღმდეგაც დააწესა, რომლებიც ჩინეთს ირანულ ნავთობს აწვდიდნენ. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ირანული ნავთობის არალეგალური ექსპორტის სრულად აკრძალვას გეგმავს.