ვასო აბაშიძის ახალი თეატრის სამსახიობო დასი კულტურის სამინისტროს სრულ დამორჩილებლობას უცხადებს - Palitra News

ვასო აბაშიძის ახალი თეატრის სამსახიობო დასი კულტურის სამინისტროს სრულ დამორჩილებლობას უცხადებს

2025-04-17 09:19:33+04:00

ვასო აბაშიძის ახალი თეატრის სამსახიობო დასი კულტურის სამინისტროს სრულ დამორჩილებლობას უცხადებს. მსახიობების პროტესტი კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოზიციიდან დავით დოიაშვილი მოიხსნა. პოსტიდან გათავისუფლებულმა დოიაშვილმა თეატრთან შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყება დაანონსა. მისი თქმით, ვასო აბაშიძის ახალ თეატრში საკადრო ცვლილება მსახიობების დასჯის ღია მცდელობაა. თეატრის სამსახიობო კოლექტივი უკვე რამდენიმე თვეა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს მართავს და თეატრის სცენაზე გამოსვალზე უარს ამბობს. კულტურის სამინისტრო განმარტავს რომ თეატრი სახელწმიფოსგან დაფინანსებას უცვლელად იღებს, შემოქმედებით საქმიანობაზე კი უარს ამბობს, რაც მათი შეფასებით, არსებული კანონის დარღვევაა. კკულტურის სამინისტრო სწორედ ამის ხსნის თეატრის ხელმძღვანელის დავით დოიაშვილის დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლებას.