რუსეთი ოკუპირებულ სოხუმში სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენებს იწყებს. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთიდან ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის მიმართულებით პირველი რეისი 3 მაისს არის დაგეგმილი. ოფიციალურმა თბილისმა კრემლის გეგმა უკვე შეაფასა როგორც ანექსიური პროცესის გაგრძელება. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში ამბობენ, რომ მოსკოვისა და სოხუმის საჰაერო გზით დაკავშირება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ შავი ზღვის უსაფრთხოებას.