საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადმოტანისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის, აქციზური მარკის გარეშე, შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, სატვირთო მანქანით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანეს მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, თამბაქოს ნაწარმი და სხვა საქონელი. ამოღებული საქონლის ჯამური ღირებულება 230 000 ლარს აღემატება. დანაშაული სასჯელის სახით 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.