პარლამენტის დროებით საგამოძიებო საგამოძიებო კომისია დღევანდელ სხდომაზე სულხან მოლაშვილის წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებს განხილავს. კომისიის წევრები სულხან მოლაშვილის მამას თამაზ მოლაშვილს უსმენენ. მან დეტალურად გაიხსენა თუ რა ვითარებაში დააპატიმრეს მისი შვილი და ნეგატიურ კონტექსტში ახსენა მოსამართლე ლევან მურუსიძის მიერ სულხან მოლაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება. ქართული ოცნების შეფასებით, ნათლად ჩანს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკის სისასტიკე, ოპოზიცია კი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობას არაკონსტიტუციურს უწოდებს.