ოპოზიციის ნაწილი  ვარაუდობს, რომ ლიეტუვის მსგავსად  სანქციებს სხვა ქვეყნებიც დააწესებენ - Palitra News

ოპოზიციის ნაწილი  ვარაუდობს, რომ ლიეტუვის მსგავსად  სანქციებს სხვა ქვეყნებიც დააწესებენ

2025-04-16 09:25:44+04:00

ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის დასავლური ქვეყნების სასანქციო პოლიტიკა სახელისუფლებო გუნდის მისამართით გასაკვირი არ აღმოჩნდა. მეტიც ოპოზიციონერები ვარაუდობენ, რომ ლიეტუვის მსგავსად სანქციებს სხვა ქვეყნებიც დააწესებენ. მოსაზრებას იზიარებენ ანალიტიკოსებიც. ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ ლიეტუვამ სანქციები დააწესა და იმ მოქალაქეების სია გაასაჯაროვა, ვისაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალება. მათ მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდვების თანახმად, ქვეყანაში შესვლას 2029 წლის დეკემბრამდე საქართველოს 102 მოქალაქე ვერ შეძლებს მათ შორისა ბიძინა ივანიშვილი, მამუკა მდინარაძე, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ვახტანგ გომელაური და თეა წულუკიანი.