ჯო უილსონის განცხადებით, ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტი ქართველი ხალხისთვის საერთაშორისო დახმარების აკრძალვას ცდილობს - Palitra News

ჯო უილსონის განცხადებით, ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტი ქართველი ხალხისთვის საერთაშორისო დახმარების აკრძალვას ცდილობს

2025-04-16 09:23:21+04:00

ამერიკელი კონგრესმენის მორიგი კრიტიკული განცხადება ქართული ოცნების მისამართით. ჯო უილსონის სიტყვებით, ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტი ქართველი ხალხისთვის საერთაშორისო დახმარების აკრძალვას ცდილობს. ამერიკელი კონგრესმენიX-ის საკუთარ გვერდზე წერს - “მნიშვნელობა არ აქვს ეს ყალბი პარლამენტი რას ამბობს, ჩვენ არასდროს შევწყვეტთ დახმარებას. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გზაა წინ!”.