პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და ექსპრემიერის, გიორგი გახარიას გუშინდელი გზავნილები დღეს პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანია. როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, გიორგი გახარია უცხო ქვეყნის მითითებებით მოქმედებდა - ხელისუფლების გარდა, გახარიას ოპოზიცონერი პოლიტიკოსებიც აკრიტიკებენ. მათი შეფასებით, ყოფილმა პრემიერმა მონაწილეობა მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ დადგმულ შოუში. თავად გახარიას გუნდში კი აზრი ორად გაიყო. რას ამბობენ ყოფილი პრემიერის პარტიაში და რა განცხადებები ვრცელდება პოლიტიკოსების მხრიდან?