პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადას კიდევ ერთი თვით ახანგრძლივებს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეს გადაწყვეყილება ოპოზიციურ პარტიებს იმის შესაძლებლობას მისცემს, რომ მათ თვითმმართველობის არჩევნებში შეძლონ მონაწილეობის მიღება. სამთავრობო გუნდის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.