აზერბაიჯანში მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო - Palitra News

აზერბაიჯანში მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

2025-04-15 17:18:00+04:00

აზერბაიჯანში მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა. „მიხეილ ყაველაშვილს აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ იუბოვი დახვდა.

„ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებს. დაგეგმილია მაღალი დონის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.