შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე 6 პირი დააკავა. ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული არიან მათ შორის სომხეთის, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულიდან ერთ-ერთ პირს თბილისში მდებარე ერთ-ერთი ბარის მფლობელს დასაქმებულ პერსონალთან ერთად შემუშავებული ჰქონდა თაღლითობის გეგმა და მათ დაწესებულებაში შესულ მოქალაქეებს თაღლითურად აკისრებდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხას. იმ შემთხვევაში თუ სტუმარი უარს აცხადებდა თანხის გადახდაზე, თანამშრომლები მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლას ახორციელებდნენ და ამ გზით ცდილობდნენ მოთხოვნილი თანხის მიღებას.დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.