პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და ექსპრემიერის გიორგი გახარიას გუშინდელი გზავნილები პოლიტიკური განხილვის საგანია. ქართული ოცნების შეფასებით, დადასტურა, რომ გიორგი გახარია უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მითითებებით მოქმედებდა, კრიტიკული პოზიციებით გამოირჩევიან ოპოზიცონერი პოლიტიკოსებიც. მათი თქმით, ყოფილმა პრემიერმა ქართული ოცნების მიერ დადგმულ ფარსში მიიღო მონაწილეობა. რას პასუხობენ მწვავე განცხადებებს გახარიას გუნდში?