გერმანული მედიის ცნობით, ფრიდრიხ მერცი პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში უკრაინას ეწვევა - Palitra News

გერმანული მედიის ცნობით, ფრიდრიხ მერცი პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში უკრაინას ეწვევა

2025-04-15 11:32:49+04:00

გერმანული გამოცემა Welt-ი წერს, რომ გერმანიის მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი თავისი პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში, სავარაუდოდ, უკრაინას ეწვევა.

მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ვიზიტი დაემთხვევა 9 მაისს კიევში დაგეგმილ „მსურველთა კოალიციის“ სამიტს, სადაც ასევე ელოდებიან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს.

Reuters-ის ინფორმაციით, კონსერვატიული პარტიის ლიდერი, ფრიდრიხ მერცი გერმანიის კანცლერის თანამდებობას ოფიციალურად 6 მაისს დაიკავებს.