პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ ფარგლებში, 150-ზე მეტ გადამზადებულ მასწავლებელს სერტიფიკატები და სახელმძღვანელოები გადაეცა - Palitra News

პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ ფარგლებში, 150-ზე მეტ გადამზადებულ მასწავლებელს სერტიფიკატები და სახელმძღვანელოები გადაეცა

2025-04-15 09:31:54+04:00

პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ ფარგლებში, 150-ზე მეტ გადამზადებულ მასწავლებელს სერტიფიკატები და სახელმძღვანელოები გადაეცა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აღნიშნულ პროგრამას დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 2021 წლიდან ახორციელებს და ჯამში 7000-ზე მეტი პედაგოგი გადამზადდა. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადების პროცესი კვლავ აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.