რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა - საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია - Palitra News

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა - საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია

2025-04-14 22:18:45+04:00

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით მოქალაქეები პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტი 138-ე დღეა მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.