თსუ-დან რუსთაველის გამზირის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს - Palitra News

თსუ-დან რუსთაველის გამზირის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს

2025-04-14 21:37:17+04:00

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა მიმდინარეობს.

მსვლელობაში მონაწილეობენ: სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დედა ენის დღეს ისინი აპირებენ იმ ისტორიული მარშრუტის გავლას, რომელიც სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებელმა 1978 წლის 14 აპრილს გაიარეს თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტამდე.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები:“გამარჯვება ჩვენშია, ძალა სტუდენტებშია”; “ურჩხულის არ ეშინია ერთიან საქართველოს”; “ძალა სტუდენტების ერთობაშია”.

აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.