„მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს“ - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა. თუმცა, მანვე დაამატა, რომ არ გადაიხედება რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. არის თუ არა ქართული მხარე თანახმა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობი ამ პირობებით აღადგინოს? პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშილი საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენაში მხოლოდ ერთ ბარიერს ხედავს და ეს არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.