გერმანიის პარლამენტი ფრიდრიხ მერცს ახალ კანცლერად, სავარაუდოდ, 6 მაისს აირჩევს - Palitra News

გერმანიის პარლამენტი ფრიდრიხ მერცს ახალ კანცლერად, სავარაუდოდ, 6 მაისს აირჩევს

2025-04-14 17:37:47+04:00

გერმანიის პარლამენტი 6 მაისს შეიკრიბება და ქვეყნის კანცლერად ფრიდრიხ მერცს აირჩევს, თუ მანამდე მის მიერ შეთავაზებული მთავრობის ყველა პარტია გასულ კვირას მიღწეულ კოალიციურ შეთანხმებას დაამტკიცებს, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გერმანიის ბუნდესტაგმა განაცხადა, რომ სპიკერი იულია კლიოკნერი სესიის მოწვევას მომავალი თვის დასაწყისში გეგმავს.

მერცს გერმანიის მეათე კანცლერად არჩევისთვის ბუნდესტაგის ყველა წევრის უმრავლესობა დასჭირდება.