რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მზაობაზე საუბრობს. რუსულ მედიასთან ინერვიუში მან განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, წავიდეს იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება. რუსი მაღალჩინოსანი ქართული ოცნების პრორუსულ ნარატივს იწონებს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობასთან დაკავშირებით გონივრულია. რა შეფასება მოყვა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებას ოპოზიციის მხრიდან.