ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, „აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა, დამსწრე საზოგადოებას ქართული ენის დღე მიულოცა და ქართული ენის დაცვასა და განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. თეა ახვლედიანმა ასევე მიმოიხილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით „ქართული ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის კვლევის“ შედეგები და გამოვლენილი ტენდენციები. კვლევის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის ცოდნის დონე უმჯობესდება და სახელმწიფო ენის მცოდნეთა რაოდენობა მატულობს.