მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ დიდი ოდენობით მარიხუანა და კანაფი ამოიღო. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და კულტივირების ფაქტზე ბრიტანეთის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ელექტრო სასწორი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ხოლო, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია 13 ძირი კანაფი. დანაშაულები 4-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.