პოლიციამ აჭარაში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და იძულების ბრალდებით 2 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში, უკრაინის მოქალაქეს, უკრაინაში ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გასამართ სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლა და დაკავებული პირების სასარგებლოდ 180 000 აშშ დოლარის ჩარიცხვა მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებულები მას და მის მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.