წელს პირველად ექსპრო ჯორჯიას მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის ბაზრობა იმართება. ადგილზე 19 გამომცემლობა და მაღაზიებია წარმოდგენილი. მათ შორის წარმოდგენილია პალიტრა L, რომელსაც საიუბილეო თარიღი შეუსრულდა და 20 წლის გახდა. სწორედ აქედან გამომდინარე პალიტრა L, ექსპრო ჯორჯიაში მისულ მომხმარებლებს არაერთ შეთავაზებასა და ფასდაკლებას სთავაზობს. ექსპრო ჯორჯიაში რამდენიმე კუთხეა მოწყობილი, მათ შორის არის პროექტი ,,ლიტერატურა პატიმრებისთვის" , რომლის ფარგლებშიც მსახიობები აქციების დროს დაკავებული პირების რეცენზიებს კითხულობენ. უკვე წაიკითხეს პატიმარ ანდრო ჭიჭინაძის წერილი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლიბაში ამ პროექტის მონაწილე თავად იყო. როგორც ცნობილია წლების განმავლობაში 19 -ივე გამომცემეელი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაა, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ვითარების შემდეგ მათ ეს ასოციაცია დატოვეს, და ,,საქართველოს წიგნის ასოციაცია დააფუძნეს. აპრილში დაგეგმილ წიგნის ბაზრობაზე მონაწილე არცერთი გამომცემელი და მაღაზია მაისში დაგეგმილ წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე მონაწილეობას არ აპირებს