საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. თავდაპირველად მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან იყვნენ შეკრებილი, სადაც აქცია სახელწოდებით „ანწუხელიძე უკვდავია“ გამართეს. შემდეგ კი მათ პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს და გზის გადაკეტვა სცადეს, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცათ. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია, ისინი ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.