ფაქტის კონსტანტაცია - ასე შეაფასა პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თეა წულუკიანის განცხადება გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით, სადაც მან აგვისტოს ომის გმირი უაზროდ, პიარისთვის განწირულად მოიხსენია. აღნიშნული განცხადების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტები პროტესტის ნიშნად წულუკიანის სახლთან შეიკრიბნენ და წულუკიანს კიდევ ერთხელ შეახსენეს რომ ანწუხელიძე უკვდავია და ის ეროვნული გმირია. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადება კრიტიკის სამიზნე გახდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვისაც ,რომლებიც წულუკიანის მოსაზრებას სამშობლოს ღალატად თვლიან. აღნიშნულის პარალელურად პოლიტიკურ სპექტრში აქტიურად განიხილება მივა თუ არა დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარია.