ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში „თბილისის წიგნის ბაზრობა“ იმართება. უკვე მესამე დღეა, ღონისძიების ფარგლებში მკითხველებს წიგნის გამომცემლობები სხვადასხვა ჟანრის წიგნებზე ფასდაკლებებს, სიახლეებსა და ავტორებთან შეხვედრის შესაძლებლობას სთავაზობენ. ასევე, წიგნის ბაზრობაზე მისულ სტუმრებს აქვთ საშუალება, მიმდინარე აქციების დროს დაკავებულებს საჩუქრად წიგნები გაუგზავნონ.