საქართველოს პრემიერ-მინისტრის გზავილები თურქეთში და მწვავე შეფასებები საქართველოში - ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ რომ ქართული ოცნების მიერ არჩეული მიდგომა არა სამშვიდობო პოლიტიკა, არამედ მტრის ინტერესების გატარებაა. რაც შეეხება ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას - ოპოზიცია ფიქრობს რომ ქვეყანა დასავლეთში ინტეგრაციას დღითიდღე შორდება. შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ თურქეთში ვიზიტისას რეგიონში არსებულ ვითარებაზე, რუსეთთან ურთიერთობასა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყანას რუსეთთან სამშვიდობო პოლიტიკა გააჩნია. კობახიძემ აღნიშნა რომ მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო ევროკავშირის გზაზე განვითარებას განაგრძობს